სირიაში სამხედროებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სამხედროების მიერ ქალაქ ხომსზე მიტანილი იერიშის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. BBC-ის ინფორმაციით, ქალაქი ტანკებიდან იბომბებოდა.
ხომსის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში მათთან ათობით დაჭრილი და დაღუპული შეიყვანეს. ასევე, საავადმყოფოს პროზექტურაში მრავალი დაღუპული იმყოფება.
ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის მეთაური დათანხმდა ქალაქიდან სამხედრო ძალების გაყვანას თუმცა, შემდგომი მოვლენები ცხადყოფს, რომ ის საკუთარ პირობას არ ასრულებს.