ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველებს ეყრდნობა, დაღუპულია 20 წლამდე პალესტინელი ახალგაზრდა.
სავარაუდოდ, დაღუპული "პალესტინის ისლამური ჯიჰადის" სამხედრო ფრთის წარმომადგენელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ისრაელის ავიაციის იერიშის შედეგად 10 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაღუმ განაცხადა, რომ პალეტინის წინააღმდეგ იერიში გაგრძელდება მანამ, ვიდრე პალესტინელების მხრიდან სარაკეტო დაბომბვა არ შეწყდება.