ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ნატო მუამარ კადაფს იმაზე უარესად მოექცა ვიდრე ვიდრე ფაშისტები იქცეოდნენ ომის პერიოდში.
"ნატოს სპეცდანიშნულების რაზმებმა ქვეყნის ხელისუფალი ხელში ჩაიგდეს, იგი აწამეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ცინიკურად მოექცნენ, დაჭრილს ესროლეს, გააუპატიურეს, თავი მოუგრიხეს, ხელები გადაუგრიხეს და გააწამეს იმაზე უფრო უარესად ვიდრე ფაშიტები იქცეოდნენ თავის დროზე", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ლიბია როგორც სუვერენული სახელმწიფო განადგურებულია. "მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილში დემოკრატიის მოწოდების ქვეშ იღუპებიან ადამიანები და ხორციელდება უსასტიკესი ტერაქტები - არაბული რევოლუციები, ლიბიის განდგურება, როგორც სახელმწიფოს ამის ნათელი მაგალითია", _ აცხადებს ლუკაშენკო.