დიდი ოცეულის სამიტის დახურვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება „ევროპისა და ევროს" დასაცავად ძალისხმევის გაგრძელების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ორი წლის წინ აქტიური ღონისძიებები გაატარა ფინანსური კრიზისსის დასაძლევად და ევროპას მოუწოდა აშშ-ს მიბაძოს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დიდი ოცეულის ლიდერები შეთანხმდენენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდის თაობაზე. კონკრეტული გეგმა ამ მიმართულებით მომავალი წლის თებერვლისთვის უნდა მომზადდეს.
ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაძლიერება ხელს შეუწუობს და დააჩქარებს ევროზონის ეკონომიკურ ზრდას.
უნდა აღინიშნოს რომ ქალაქ კანში გამართული დიდი ოცეულის სამიტის მთავარ სადისკუსიო თემას საბერძნეთისა და იტალიისთვის ფინანსური დახმარების საკითხები წარმოადგენდა.