ბაჰრეინის დედაქალაქ მანამში პოლიციამ მრავალათასიანი მსვლელობა დაშალა, რომელიც ქალაქის ცენტრის - მარგალიტის მოედნისკენ მიემართებოდა.
მსვლელობა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის, ჰუსეინ დეჰის მამის დაკრძალვის გამო მოეწყო.
ჰუსეინ დეჰის თანაპარტიელების მტკიცებით, ოპოზიციონერის მამა პოლიციის მიერ იქნა მოკლული. თუმცა ბაჰრეინის სამეფოს ხელისუფლება აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, მსველობის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.