5 ნოემბერს, 11:00 საათზე, თიბისი ბანკის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ორგანიზებით, წეროვანის საჯარო სკოლის ახლომდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების აქცია.
წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
აქციის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 120-მდე შერეული სახის, ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგი დაირგვება.