64 ვიდეო სიუჟეტი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე 9 თვის განმავლობაში. პროექტი რომელიც „რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტმა" ევრაზიის თანამრომლობის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა დღეს დასრულდა.
სასტუმრო ამბასადორში, 2 საათიან დასკვნით პრეზენტაციაზე მიწვეულ ყველა სტუმარს ისტორიკოსებს, დამოუკიდებელ ანალიტიკოსებს პოლიტიკისა თუ ენერგეტიკის სფეროდან, ჟურნალისტებსა და ანალიტიკური გადაცემის პროდიუსერებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ და ესაუბრათ როგორც ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სამუშაოს მნიშვნელობაზე, ასევე შეეჯამებინათ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული არასახარბიელო ურთიერთობები და ემსჯელათ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე.
კონფერენციაზე ექპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, ასევე გამოითქვა მოსაზრება რომ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ სამხედრო პროცესების სიღრმისეული ანალიზი და მათი გაცნობა საზოგადოების ფართო ფენებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-სიუჟეტები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ youtube-ზე ორგანიზაციის არხზე - GIRSTV.