ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის განცხადებით, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვაა.
"ეს არის 5 სტრატეგიული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აყალიბებს უახლოეს წლებში. 26 ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ჯანდაცვის მოსახურეობაზე ხელმისაწვდომობას, ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, პაციენტის უფლებების დაცვას", - განაცხადა უმრავლესობის სხდომაზე მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ურუშაძის განცხადებით, დოკუმენტის პრეზენტაცია 8 ნოემბერს არის დაგეგმილი და სამინისტრო მზად არის, ნებისმიერი მოქალაქის აზრი გაითვალისწინოს, რათა უკეთესი ჯანდაცვის ერთიანი მოქმედების გეგმა შეიმუშაონ.