იულია ტიმოშენკოს მომხრეები უკრაინის უმაღლეს რადასთან არიან შეკრებილნი. აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით "თავისუფლებს იულიას!". ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რადასთან 300-400 ადამიანია შეკრებილი.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის უმაღლესი რადა, ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხის განხილვას აპირებს. ეს ის მუხლია, რომლითაც უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო გაასამართლეს.
რადის შენობასთან ამჟამად მილიციის გაძლიერებული დანაყოფები ავტობუსებით გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა უკრაინაში უმაღლესი რადის შენობასთან და მთავრობის სახლთან აქციები მიმდინარეობდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ლიკვიდატორები მათთვის დაწესებული შეღავათების გაუქმების განზრახვას აპროტესტებდნენ, მათ სხვა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც მოითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები