ბადრი პატარკაციშვილის მიერ ახალი პარტიის _ "ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის" დაფუძნებასთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საგანგებოდ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს _ ნებისმიერი სახელწოდება, რომელიც უკავშირდება ეროვნულ-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური კუთვნილებას მისი 100-წლიანი ისტორიიდან გამომდინარე.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტრო მაინც დაუშვებს პრეცედენტს და გაატარებს მსგავსი სახელწოდების პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას რეგისტრაციაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მხრიდან ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება", _ ნათქვამია ედპ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა" - ასეთი სახელწოდება ექნება პატარკაციშვილის პარტიას, რომელიც ოფიციალურად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაფუძნდება.
პარტიის წევრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტია ოპოზიციური იქნება და მისი პირველი ყრილობაც არჩევნების შემდეგ ჩატარდება.