ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს ნატო-ს განსაკუთრებულ პარტნიორობას საქართველოსთან. რასმუსენის თქმით, პირველი ვიზიტის შემდეგ სამი წელი გავიდა და ამ პერიოდში საქართველომ ბევრ სფეროში პროგრესს მიაღწია.
"სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი როგორც თავდაცვის, ასევე სხვა სფეროებში. მინდა არ გავუშვა ეს შანსი და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს მონაწილეობისთვის ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. საქართველო ავღანეთში ერთ-ერთი ძლიერი კონტრიბუტორია და ეს ადასტურებს საქართველოს ძლიერ რწმენას ალიანსში. ეს ვიზიტი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთნ განვიხილოთ, თუ როგორ მივაღწიოთ პროგრესს რეფორმების შემდგომ პროცესში და საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობებში", - განაცხადა რასმუსენმა.
ნატო-ს გენერალური მდივანის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭო ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 9 ნოემბერს ჩამოვა. დაგეგმილია მისი სტუმრობა ბათუმშიც.