ნიჟნი ნოვგოროგში 45 წლის მეცნიერის, ისტორიკოსის ბინაში 26 გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ნეკროპოლისტი მეცნიერი ანატოლი მოსკვინია. იგი გარდაცვლილ ადამიანებს თხრიდა და მათი ძვლების კოლექციას აგროვებდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ანატოლი მოსკვინი სამოთახიან ბინაში, პოლიციელებმა 26 გარდაცვლილი ქალის გვამი აღმოაჩინეს. ყველა გარდაცვლილი 15 დან 25 წლამდეა.
26 უკვე გამხმარი ქალის ცხედარი ლამაზ კაბებში იყო გამოწყობილი. ბინა, რომელიც მეცნიერმა ცხედრების შემნახველ აკლდამად გადააქცია ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის ცენტრში - ლენინის პროსპექტზე იმყოფება.
"წინასწარი ვარაუდით, მამაკაცმა გადაწყვიტა ადამიანის ძვლების სრული კოლექცია შეეგროვებინა. მამაკაცი თავის საშინელი ჰობით ღამით იყო გატაცებული. იგი სასფლაოზე ნიჩბით მიდიოდა და ცხედრებს თხრიდა. ამოთხრილ ცხედრებს, კი ტომრებში ალაგებდა და სახლში მიჰქონდა", _ იუწყებიან ადგილობრივი სამართალდამცავები.
მამაკაცი დაკავებულია. მის დაპატიმრებაში სამართალდამცავებს მამაკაცის მოხუცი მშობლები დაეხმარნენ. აგარაკიდან დაბრუნებულნი იგი შოკირებულნი იყვნენ, როდესაც შვილის "გატაცების" შედეგები ნახეს.
როგორც აღმოჩნდა, ანატოლი მოსკვინი რუსეთში ერთადერთი ნეკროპოლისტია. მას მოვლილი აქვს 750 სასაფლაო, ეძინა კუბოებში და წყალს გუბიდან სვამდა. იგი უნიკალური ადამიანია. მან 13 ენა იცის.