აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ ორი დოკუმენტი მზადდება. ერთი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და მეორე აშშ-სთან თავისუფალის ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კონგრესში შეხვედრების დროს განიხილა.
პარლამენტის თავმჯდომარე პირისპირ ესაუბრა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრს ილიანა როს ლეხტინოს, რომელიც საქართველოზე მომზადდებული არაერთი დოკუმენტის თანაავტორია. ასევე შეხვდა კონგრესმენებს და წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს ალისონ შვალს.
პარლანტის თავმჯდომარემ სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამართა შეხვედრა. სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უილიამ ბერნსთან და სიტყვით მარშალის ფონდში გამოვიდა.