ხვალ, 4 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამრთლოსთან, რესპუბლიკური პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი და საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავენ.
საკრებულოს წევრები განცხადებას გააკეთებენ საქალაქო სასამართლოში მათ მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ რომელიც დასუფთავების ტარიფს შეეხება.