ხვალ, 4 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" (შავთელის 13) "რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი" აწყობს პროექტის "ანალიტიკური ვიდეოსიუჟეტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ" დასკვნით პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველო-რუსეთს შორის განვითარებული მოვლენების განხილვა-ანალიზი.
პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, მიზნად ისახავდა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ჟურნალისტურ მიმოხილვასა და ვიდეოსიუჟეტების მომზადებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა 64 ვიდეოფილმი, რომელიც პერიდოულად გადიოდა სხვადასხვა მედია- და ინტერნეტგამოცემაში.
კონფერენციაზე ნაჩვენები იქნება ყველაზე საინტერესო სიუჟეტების კოლაჟი და წლის მეორე ნახევარში ყველაზე რეიტინგული და სოციალურ ქსელებში განხილვადი ფილმი.