მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დასახელდა. "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 70 ადამიანის სია გამოაქვეყნა.
მეორე ადგილზე რეიტინგში რუსეთის 59-წლის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მოხვდა, რომელიც პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს 57 ადგილით უსწრებს. მედვედევი რეიტინგში 59-ე ადგილს იკავებს. წინა რეიტინგით მან მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანს, ჩინეთის ლიდერს ჰუ ჯინტაოს ერთი ადგილით გადაასწრო.
მეოთხე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც გავლენიანი ადამიანების ათეულში ერთადერთი ქალია. მეხუთეზეა კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი და მილიარდერი ბილნ გეიტსი. ის ერთი ადგილით უსწრებს საუდის არაბეთის მეფეს აბდულა ბინ აბდულ აზიზ ალ საუდ. ათეულში იმყოფებიან რომის პაპი ბენედიქტე XVI, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკი, "ფეისბუკის" შემქმნელი მარკ ცუკერბერგი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს 9 ადგილით უსწრებს გერმანიის კანცლერი. ნიკოლა სარკოზი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის მხოლოდ მე-13 ადგილზეა. მე-16 ადგილს იკავებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. 21-ე ადგილზეა იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. გაეროს გენერალურ მდივანი პან გი მუნი გავლენიან ადამიანთა შორის 38-ეა, ხოლო თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ რაეპ ერდოღანი 48-ე. გავლენიან ადამინათა სიაში ასევე მოხვდნენ დალაი ლამა, ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და სხვა ბიზნესმენები და ქვეყნის ლიდერები.