თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ბიზნესმენ მინდია გულუას და, ნანა გულუა. მან განაცხადა, რომ პარტიის პრიორიტეტი იქნება ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება მშვიდობიანი გზით.
"ვიწყებთ ბრძოლას აფხაზეთისა და ოსეთის დასაბრუნებლად, ქვეყანაში შექმნილი სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ეს ბრძოლა იქნება არა იარაღით, არამედ უფრო ძლიერი გონებრივი იარაღით. ბრძოლის ეს ძალა სამშობლოს სიყვარულმა მომცა", - განაცხადა გულუამ.
მისი თქმით, პარტია იურიდიულად ერთი თვის ვადაში დაფუძნდება. პარტიის პოლიტიკურ მდივნად არჩეულ იქნა ჯემალ ანთიძე, აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის წევრები კი იქნებიან ნანა გულუა, ჯემალ ანთიძე, აპოლონ პაჭკორია, ლევან ვარმიანი, გელა გერგეთია, ირაკლი ქარდავა და გიორგი ვანიშვილი.