საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარის მანანა ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე საქართველოში 1071 საჯარო სკოლა დაიხურა. მისი თქმით, "ვარდოსნებმა" ხელისუფლებაში მოსვლისას 3201 სკოლა ჩაიბარეს, ამჟამად კი 2130 მათგანი ფუნქციონირებს.
საპარლამენტო ფრაქცია - "ერთობა სამართლიანიობისათვის" - გაფართოებულ სხდომაზე ნიკოლეიშვილმა განცხადა, რომ სკოლების ნაწილი ბავშვებიან-მასწავლებლებიანად ~გაყიდეს".
საპარლამენტო ფრაქციის სხდომას პედაგოგები და განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ. ფრაქციის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადებულა.