რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია: 'რამდენიმე დღის წინ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ მე ტელეფონით ვესაუბრე უწმინდესს და უნეტარესს საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენ არ შევხებივართ არჩევნების საკითხს. მაგრამ ამ საუბარმა მე მომცა ძალა განვაცხადო':
1. მე მივიღე გადაწყვეტილება არ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და გავაგრძელო ბრძოლა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად. ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა, დამოუკიდებელი პარლამენტითა და სასამართლოთი'.
2. მე ვადასტურებ საქართველოს მოსახლეობისათვის მიცემულ ყველა დაპირებას, რომელიც ავღწერე ეკონომიკურ პროგრამაში 'შეხიდება, გარღვევა, გაბრწყინებული ქვეყანა. უკვე 2008 წლის იანვრიდან და შემდეგი 18 თვის განმავლობაში მზად ვარ საკუთარი სახსრებიდან: - დავიწყო თითიეული უმუშევრისათვის 50 ლარის გადახდა ყოველთვიურად. - დავფარო საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახის 100 კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება, იმავე თანხობრივი მოცულობით გაზის მოხმარების ხარჯები და სრულად დავფარო წყლის მოხმარების გადასახადი. - შევიძენო ყურძნისა და ციტრუსების 2008 წლის მოსავალი.
ამავდროულად: მინიმალური ყოველთვიური ხელფასი საქართველოში 300 ლარი იქნება. მინიმალური პენსია 120 ლარი. ვეტერანებისათვის 150 ლარი. ყოველ პირველ ახალშობილზე ოჯახში მშობლები მიიღებენ 3,000 ლარს, მეორეზე 4,000 ლარს და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას 5,000 ლარს'.
აქვე საჭიროდ ვთვლი განვაცხადო: ყველა ფარული ჩანაწერი, რომელიც გახმოვანდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას და შეთითხნილია ჩემი დისკრედიტაციის მიზნით'.
ასევე ვაცხადებ, რომ ხდება ხელისუფლების მიერ ჩემი ლიკვიდაციის მცდელობის მიჩუმათება, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებულია დოკუმენტალურად და შესაბამისი მასალები გადაცემულია სკოტლენდ იარდში.
მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიხეილ საააკაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრის ქმედებების სამართლებრივი შეფასება არის, როგორც დანაშაულებრივი. ჰიუმან რაიტს ვოტჩის დირექტორმა განაცხადა რომ: 'საქართველოს ხელისუფლებამ გადააბიჯა ზღვარს... პოლიციის 7 ნოემბრის ქმედებები არ წარმოადგენდა კანონირ ქმედებებს, რომელიც მიმართულია მართლწესრიგის დასაცავად'.
მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტოს ტერორი საკუთარი ხალხის წინაამღდეგ'.
მე მოუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს: ობიექტურად შეაფასონ ხელისუფლების ქმედებები'.
მე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას: არ დანებდნენ დაშინებას, სიცრუესა და ტერორს; არ მისცენ ხმა სააკაშვილს. ხალხი არ უნდა ენდოს მას, ვინც ზღვარს გადავიდა; დააწესოს სამოქალაქო კონტროლი არჩევნებზე, არ დაუშვას ერის ნების ფალსიფიკაცია'.
ყველა ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა ამომრჩეველთა 20-25 პროცენტს არ აღემატება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სხვა შედეგი სააკაშვილის სასარგებლოდ წარმოადგენს არჩევნების ფალსიფიკაციას'.
მე მოვითხოვ, რომ ჩემი განცხადება გადაიცეს სრულად, ცენზურის გარეშე, განსაკუთრებით 'რუსთავი 2'-ის, 'მზის' და 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' მიერ'.
საქართველოს მოქალაქენო'!
სააკაშვილი თქვენთვის და თქვენი მომავლისათვის კი არ იბრძვის, არამედ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებებისათვის. მხოლოდ ყველას ერთად შეგწევს ძალა დავამარცხოთ დანაშაულებრივი რეჟიმი'.
ჩვენ, ქართველები ცოტანი ვართ, ამიტომ თითოეული ხმა ოქროდ გვიღირს, დარწმუნებული ვარ არ შეცდებით არჩევანში'.
3 იანვარი 2008 წელი'