საერთაშორისო პოლიციის ასოციაცია (IPA) წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შედგება სხვადასხვა სახელწმიფოებში დაფუძნნებული და მოქმედი ეროვნული განყოფილებებისგან. მათში გაწევრიანებული არიან პოლიციის მოქმედი ან გადამდგარი თანამშრომლები.
ასოციაციის მიზანია შექმნას მეგობრობაზე დამყარებული კავშირი და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას. ასოციაცია თავის საქმიანობას წარმართავს გაეროს 1948 წელს მიღებული ( ადამიანის უფლებების დეკლარაციის) ძირითადი პრინციპების მიხედვით. ასოციაციის მიზნები ასევე გულისხმობს საკუთარ წევრებს შორის კულტურული ურთიერთობის განვითარებას, მათი ზოგადი ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, ასოციაცია ცდილობს, მხარი დაუჭიროს სოციალურ სფეროში ერთობლივ დახმარებას და საკუთარი შესააძლებლობების ფარგლებში ხელი შუწყოს ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობას და მსოფლიო მშვიუდობის დაცვას.ლ
პოლიციელთა ურთიერთ გაცნობის მიზნით ასოციაცია სისტემატურად აწყობს სხავადსხვა სახის სპორტულ, კულტურულ თუ საგამნმათლებლო ღონიუსძიებებს , რომლებშიც საქართველო უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მონაწილეობდა მიწვეული სტუმრის სტატუსით .
მიმდინარე წლის სექტემბერში ასოციაციის ლიტვის განყოფილებამ მოაწყო ევროპის სახელმწიფოს პოლიციელთა საფეხბურთო ტურნირი. აღნიშნული ღონისძიება დასრულდა ქარველ პოლიციელთა გამარჯვებით. მიღწეული წარნმატებებისა და ღონისძიებებეში შეტანილი ქმედითი წვლილისთვის ლიტვის განყოფილების ხელმძღვანელობამ იშუამდგომლა სათაო ოფისის წინაშე და მიმდინარე წლის ტურნირის მონაწილეები, აგრეთვე სამინისტროს ხელმძღვანელი პირები , რომლებიც ხელს უწყობდნენ დელეგაციის ღონისძიებაში მონაწილეობას გაწევრიანებულ იქნენ ლიტვის განყოფილების წევრებად ( როგორც ამას მოითხოვს ძირითადი დებულება) და მოიპოვეს უფლება ჩამოაყალიბონ საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის საქართველოს განყოფილება.
დღეს სტუმრად საქართველოში იმყოფება ლიტვის განყოფილების პრეზიდენტი ბატონი გინტარას ბაგუზიტი, რომელიც ასოციაციის წევრ , ქაქრთველ პოლიციელებს გადასცემს შესაბამის მოწმობებს.