უკრაინის უმაღლესი რადიდან მომიტინგეებმა - მეწარმეებმა და სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიებისა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის შენობისაკენ გადაინაცვლეს. მომიტინგეები უკრაინის პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის გადადგომას მოითხოვენ. მთავრობის შენობას პოლიციის გაძლიერებული დანაყოფები იცავს.
შეგახსნებთ, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციები თავდაპირველად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის ლიკვიდაციაზე მომუშავე ადამიანებმა დაიწყეს, იმის გამო, რომ მთავრობა მათთვის დაწესებული შეღავათების გაუქმებას აპირებს. რამდენიმე დღის განმავლობაში მათ სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები