დიდი ბრიტანეთის პინცის მეუღლე - პრინცესა ქეით მილდტონი საერთაშორისო ჟურნალმა Harper's Bazaar მოდის დედოფლად დასახელა.
ყოველწლიურ რეტინგში კემბრიჯის ჰერცოგინია ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ ქალად დასახელეს.
29 წლის მილდტონმა რეიტინგში უკან ჩამოიტოვა ბრიტანეთის მსოფლიო მოდის ლიდერები, როგორებიც არიან სუპერმოდელი ქეით მოსი და ტელეწამყვანი ალექსა ჩანგი.
მოდის დედოფლად ქეით მილდტონის კანიდატურას რეიტინგის ყველა შემდგენმა დაუჭირა მხარი, რაც საკმაოდ იშვიათობაა.
შეგახსენებთ, რომ პრინცი უილიამი და ქეით მილდტონი 29 აპრილს დაქორწინდნენ.
მასალის გამოყენების პირობები