დღეს, 3 ნოემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა ღია ლექცია და დისკუსია თემებზე:ინტელექტუალური საკუთრება და ინტერნეტი, იდეალური საინფორმაციო ტექნოლოგიები (ISO სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული ხედვა), ბიომეტრია და იდენტიფიკაციის უახლესი ტექნოლოგიებიდა სხვა. სტუდენტებს პრეზენტაციას ჩაუტარა და მათ კითხვებს უპასუხა DPA საქართველოს დირექტორმასანიტა მეიჯერემ, DPA-ს ბიომეტრიული პროექტების კოორდინატორმა ჰენრის რომანსმა, და მაიკროსოფტის სერტიფიცირებული სპეციალისტი, DPA საქართველოს თანამშრომელმა - მაია ხოფერიამ.
ღონისძიების ორგანიზება ხდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის რექტორატის ხელშეწყობითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სურვილის საფუძველზე. ღია ლექციაში მონაწილეობა იყო თავისუფალი და მასში ყველა მსურველს შეძლო დასწრება. სტუდენტების გარდა ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.
საერთაშორისო კომპანია DPA საქართველოში 2011 წლის აპრილში შემოვიდა. ის Microsoft-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორი ჩვენ ქვეყანაში. ამასთან, კომპანია 2012 წლის ბოლომდე რამდენი მილიონი დოლარის ინვიესტიციას მოახდენს. იგი ამჟამად აღმოსავლეთდაცენტრალურიევროპისსაინფორმაციოტექნოლოგიებისბაზრისერთ-ერთილიდერია. მას ბალტიისქვეყნებისბაზრის 60%-ზემეტიუკავია, ხოლოუკრაინისბაზრის - 38%, ბელორუსიისბაზრისკი - 65%-ზემეტი. აღსანიშნავია, რომოთხივეამქვეყანაშიმოქმედისაჯაროუწყებებიძირითადად DPA-სკლიენტებიარიან.
კომპანიისშემოსვლისმნიშვნელობასაქართველოშიძირითადადადგილობრივიბაზრისგანვითარებასუწყობსხელსშემდეგიმიმართულებებით: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რაც გამოიხატება საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვით ხარჯების ოპტიმიზაციასა და ბიზნესის ეფექტიან დაგეგმარებაში; სამომხმარებლო ბაზრის განვითარება, რაშიც იგულიხსმება კლიენტის მომსახურების ეფექტიანი და სწრაფი სისტემების დანერგვა; წარმოების პროცესის განვითარება, რაც გულისხმობს სხვადასხვა სექტორებისთვის წარმოების პროცესის ეფექტიანობის ზრდის კუთხით კონკრეტული გადაწყვეტილებების შეთავაზებას