საერთო სახალხო მოძრაობა 5 იანვარს დაგეგმილ ეგზიტპოლებს უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა გააკეთა.
მისი თქმით, დაგეგმილ ეგზიტპოლებს არ გააჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.
"პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეგზიტპოლები, რომელსაც არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აფინანსებს. ეს ხდება იმიტომ რომ, არ არსებობს ნდობა ამ ეგზიტპოლების მხრიდან. გარდა ამისა, უნდობლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ეგზიტპოლებს ატარებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ე.წ. მედიასაბჭოს წევრები. ეს ადამიანები უკვე ერთი თვის განმავლობაში აყალბებდნენ ინფორმაციას და ამბობენ რომ ქართული მედიასივრცე დაბალანსებულია", - განაცხადა ხიდაშელმა.
მან პრესკონფერენციაზე ასევე წარმოადგინა მედიაანალიზის შედეგები. სადაც წინასაარჩევო პერიოდში ქართულ მედიასივცრეში კანდიდატთა გაშუქების თვალსაზრისით აშკარა უპირატესობით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს.