დაღესტანში უცნობმა პირებმა სოფლის ადმინისტრაციის უფროსი სალმან ალაევი მოკლეს და პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის მიმართულების საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
"საღამოს სოფელ ჩუვეკში უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით საკუთარი სახლის ეზოში სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოკლეს. მასთან ერთად პოლიციის ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელიც დაიჭრა. თავდამსხმელები მიიმალნენ", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად დაღესტნის ამ რაიონში გამოცხადებულია გეგმა "ვულკანი-3" და დამნაშავეთა ძებნა მიმდინარეობს. ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს.