ლონდონის სასამართლომ ინტერნეტგვერდ "WikiLeaks"-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჯის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით დაადასტურა ადრე მიღებული გადაწყვეტილება მისი შვედეთში ექსტრადაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
ლონდონის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ასანჯი შესაძლოა 10 დღის ვადაში შვედეთში გადაიყვანონ. ალბათ, ეს მოხდება არა უადრეს 26 ნოემბრისა. ინფორმაციას ამის შესახებ "The Guardian"-ი ავრცელებს.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ ჯულიან ასანჯს აქვს 14 დღე ამ ვერდიქტის გასასაჩივრებლად. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყდება, იგი, ალბათ, ბრიტანეთში დარჩება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის უზენაესი სასამართლო მას აპელაციაზე უარს ეტყვის, მაშინ ეს სკანდალური ადამიანი შვედურ მხარს გადაეცემა გადაწყვეტულების მიღებიდან არა უგვიანეს ათი დღის ვადაში.
ასანჯმა სასამართლოში სარჩელი თავისი დაპატიმრების ევროპული ორდერის წინააღმდეგ შეიტანა. იგი შვედეთის პროკურატურამ ორი ქალის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე გასცა. ისინი აცხადებენ, რომ 2010 წლის აგვისტოში, როდესაც ასანჯი შვედეთში იმყოფებოდა, მან ისინი გააუპატიურა.