გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მოულოდნელად ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლიში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ლიბიის აეროპორტში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალური მდივანი ლიბიაში რამდენიმე საათს გაატარებს და ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს წევრებს შეხვდება. ეს გაეროს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტია ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
რამდენიმე დღის წინ ლიბიაში ასევე მოულოდნელად ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იყო ჩასული.