თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან, 12 წლის ბიჭი მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მოათავსეს.
„მოზარდს ალკოჰოლური სასმელი იმდენად დიდი რაოდენობით ჰქონდა მიღებული, რომ უმძიმს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას სასწრაფოდ გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადასხმები გაუკეთდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი კონტაქტური გახდა", - აღნიშნა თამილა თეიმურაზიშვილმა. მისივე თქმით, ამჟამად მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.