2 ნოემბერს ესტონეთის ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი მიტკო ჩატალკბაშევი ქართველ კოლეგებსა და ავტორებს საავტორო უფლებათა დაცვის, ჰონორარების შეფროვება-განაწილების, ლიცენზიების გაცემის, დამრღვევთა დაჯარიმების და საავტორო უფლებების სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებს.
შეხვედრებს ასევე "საქპატენტისა" და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტები დაესწრებიან. შეხვედრები გაიმართება ‘საქპატენტის" შენობაში.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, საქართველოში საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში ჩამოვიდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) ევროპულ საქმეთა დირექტორი, ესტონეთის ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი მიტკო ჩატალბაშევი.