სააკაშვილმა აბსოლუტურად გაუაზრებელი არაადეკვატური ქმედება განახორციელა და ცხინვალის დაბომბვა დაიწყო. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი იცის. განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
"პირველ რიგშჳ მოვიშველიებ ტალიავინის დასკვნას. მეორე - მე სპეციალურად წამოვიღე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება", _ განაცხადა ივანიშვილმა და იმ ქართველების გასაგონად "ვისაც ეს საწყენად მიაჩნია" დასძინა:
"შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და გაგახსენოთ ეს პროცესი როგორ ვითარდებოდა. გახსოვთ, ლიახვის სოფლები როგორ იბომბებოდა გაუგებარი ფორმირებებისაგან ოსების მხრიდან. ჩემი აზრით, სააკაშვილს ეს სოფლები შეეძლო დაეცვა და ამდენივე მოსახლეობა შეეძლო გამოეყვანა იქიდან. მას საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა მოეწვია და დაეფიქსირებინა რაც ხდებოდა. ამის საპასუხოდ, სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი, არაადეკვატური ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა და ეს ფიქსირდება ყველგან, გარდა იმ სამი მედიასაშუალებისა, რომელიც მე უკვე ვახსენე. ამას გარდა, ზოგი საინფორმაციო საშუალება ცდილობდა საქართველოს მოსახლეობას დააჯეროს, რომ ეს აბსოლუტურად სხვაგვარად იყო. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", _ აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი "დაახლოებით ასე გადმოგვცემს: ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ. ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია, ზომბირებას აპირებენ ქართველი ხალხის, განა არ გვახსოვს ლომაია როგორ გვმოძღვრავდა ესა და ეს სოფელი ავიღეთ და ამ სოფლებს ასახელებდა, განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთის მხრიდან", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშმნავს - "ჩვენ უნდა მივაჩვიოთ სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ნუ ცდილობენ ცდილობენ მხოლოდ ქართველი ხალხის მოტყუებას - მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის", _ აცხადებს ივანიშვილი.