არჩევნების შემდეგ პირველ რიგში კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ ბიძინა იანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უწესო თამაშით ვერ შეცვლიან მათ გეგმას და "ყველაფერს მივიყვანთ არჩევნებამდე და არჩევნებში გავიმარჯვებთ".
"პირველ რიგში, განხორციელდება კონსტიტუციური ვცლილებები. აუცილებელი იქნება ძირეული ცვლილებების გატარება. შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობასთან, შემდგომ დავიწყოთ პროცესი ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და ეს პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი. უნდა გათავისუფლდეს მედია - თავისუფელი მედიის გარეშე მოგეხსენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, უნდა შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები იმისათვის, საინტერესო გახდეს საქართველო, ჩვენი ქვეყანა ბიზნესისათვის. უნდა შევქმნათ საინვესტიციო გარემო. ბოლო უნდა მოვუღოთ ყველაზე დიდი უკანონობას , რომ ადამიანებს დღეს არ აქვთ საშუალება დასაქმების. ეს უნდა იყოს მუდმივ რეჟიმში, მანამ სანამ არ მივაღწევთ საქართველოს მოსახლეობის სრულ დასაქმებას. სამუშაო ადგილების შექმნა იქნება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და იქნება ძირითადი მიზანი ჩვენი პოლიტიკის", - განაცხადა ივანიშვილმა.
"დაწვრილებით გეგმებზე მომავალი პარტიის პროგრამაში მოგახსენებთ. ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება. ეს ნიშნავს ერთიან, გამთლიანებულ, გაბრწყინებულ საქართველოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.