ეროვნული ბანკი „ბანკი ქართუსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, 19 ოქტომბრიდან სს „ბანკი ქართუს" ადგილზე შემოწმებას ახორციელებს.
შემოწმების დაწყების დღესვე გაკეთდა განცხადება, რომ საფრთხე არ დაემუქრებოდა სს „ქართუ ბანკის" სტაბილურ ფუნქციონირებას და ეროვნული ბანკის შემმოწმებელთა ჯგუფის მუშაობა არ გამოიწვევდა „ქართუს" საქმიანობის რაიმე ფორმით შეფერხებას.
პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, განიხილავდა „ქართუს" კომპლექსური მხარდაჭერის საკითხს და კონკრეტული ფინანსური დახმარების წინადადებებიც შესთავაზა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს.
სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პოზიციას „ქართუმ" თანამშრომლობის ნაცვლად კვლავ უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებებით უპასუხა.
ამასთანავე საყურადღებოა, რომ მიზანმიმართულად ფერხდება ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ადგილზე მუშაობის პროცესი. მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, სს "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭომ ამ დრომდე არ უზრუნველყო შემოწმების ჯგუფისათვის შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა", - ნათქვამია განცხასდებაში.