დღეს, 1-ელ ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება ლექცია-დემონსტრირება იაპონური ტრადიციული „შეფუთვის კულტურის" - ფუროშიკის შესახებ. დემონსტრირებას იაპონიის ფუროშიკის ასოციაციის სერტიფიცირებული ინსტრუქტორები რიოკო ნიშიძავა, ჩიძურუ ოიამადა და ჯუნკო ცუცუმი წარმოადგენენ. ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა დაესწრება.
ფუროშიკი ტრადიციული იაპონური ქსოვილის ნაჭერია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების გადასახვევად. ის წარმოადგენს უნიკალურად „შეფუთვის კულტურას".