ვიდეოკონფერენციის დროს შესულ შეკითხვებს პრემიერ-მინისტრი და მისი ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში გასცემენ პასუხს. ამისი პირობა ნიკოლოზ გილაურმა ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ დადო.
ვიდეოკონფერენცია ონლაინრეჟიმში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და "ფესბუიკის" მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრისთვის ნებისმერი სახის შეკითხვა დაესვათ.