თანამდებობის პირებად მიჩნეულ პირთა წრე ფართოვდება. "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვისათვის "თანამდებიბის პირებად" ჩაითვლებიან: სამინისტროების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და სამმართველოს ხელმძღვანელები, ასევე მათთან გათანაბრებული პირები; ქალაქის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რაიონისა და ქალაქის რაიონის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები.
"ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები: ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე არიან. ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.