თბილისის ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნულ ცენტრში ისრაელიდან ჩამოსული ქირურგი გაბი ელაშვილი პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებს. მსოფლიოში სახელგანთქმული მედიკოსი საქართველოში ერთი კვირითაა ჩამოსული.
ელაშვილმა სამი დღის გამავლობაში 8 ოპერაცია უკვე ჩაატარა. ის ქართველ კოლეგებს კონსულტაციებსაც უწევს.
აღსანიშნავია, რომ პლასტიკურ ქირურგს ცხვირის ოპერაცია ჰოლივუდში მოღვაწე აერაერთი მსახიობისთვის აქვს გაკეთებული.
ელაშვილი საქართველოში ოპერაციის ჩასატარებლად პერიოდულად ჩამოდის. ის ქართველ მედიკოსებთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.