ინტერნეტპორტალმა "PriceOfTravel"-მა გამოაქვეყნა იმ ქალაქათა რეიტინგი, სადაც შედარებით დაბალ ფასად შეიძლება ცხოვრება. სწორედ ამ რეიტინგის მიხედვით, ყველაზე "იაფ" ქალაქად ბულგარეთის დედაქალაქი სოფია დასახელდა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო სახოვრებელი სახლის, ტრანსპორტის, ატრაქციონის, კვების პროდუქტებისა და სასმელის ფასები. პორტალის ინფორნაციით, ტურისტებისთვის სოფია თანდათან უფრო პოპულარული მიმართულება ხდება. სოფიას შემდეგ, რეიტინგში ქალაქი კრაკოვია. კრაკოვის შემდეგ კი, რეიტინგის მესამე ადგილზე, ბუქარესტია.