ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ნატო სირიაში შეჭრას არ აპირებს და არც მის თავზე არსებული სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
"ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ჩვენ სირიაში შეჭრის არავითარი განზრახვა არ გაგვაჩნია", _ განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს ანდერს ფოგ რასმუსენი მოულოდნელი ვიზიტით ლიბიაში ჩავიდა.