ქართველოს მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, ბაღდადის საერთაშორისო გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 1-10 ნოემბერს ერაყის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაღდადში ეწყობა 38-ე საერთაშორისო გამოფენა, სახელწოდებით "ბაღდადის საერთაშორისო გამოფენა რეკონსტრუქციის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროებში".
გამოფენა მიზნად ისახავს იმ კომპანიების ხელშეწყობას და ბაზარზე დაშვების გაუმჯობესებას, რომელთაც სურთ ერაყის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა. აღნიშნული გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილეებს თავისი პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ და გააცნონ ერაყელ პარტნიორებს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.