საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი უქმდება. შესაბამისი ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ფუნქციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გადანაწილდება.