"საქართველო რუსეთს კავკასიის საკითხებში თამაშს უგებს", - აცხადებს კავკასიის საკითხებში რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის სამუშაო ჯგუფის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელი რუსლან კურბანოვი.
"როგორც ექსპერტი და როგორც მეცნიერი მე იძულებული ვარ ვაღიარო, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკური ხელისუფლება, საქართველოს ინტელექტუალურ-აკადემიური ელიტა და ქართული საზოგადოება ძალიან კრეატიული, მამაცი და ნათელი ნაბიჯების გადადგმით, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ ინიციტივებში, რუსეთს კავკასიის მოედანზე თამაშს უგებს, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს ინიციატივა კავკასიის ველზე თავის ხელში მოაქციოს", _ აცხადებს კურბანოვი და აკონკრეტებს, რომ საკითხი ეხება საუბრის დაწყებას იმ კავკასის ისტორიულ პრობლემებმე, "იმ ტკივილზე რომელიც კავკასიის ყველა მაცხოვრებელს აღელვებს და რომელიც კავკასიის ყველა ხალხს თავისი აქვს".
"ჩერქეზებისათვის ეს ტკივილი კავკასიის ომის სისხლიან და ტრაგიკულ გადაწყვეტასთანაა დაკავშირებული, ჩეჩნების ტკივილი დეპორტაციას უკავშირდება, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს განხორციელდა. ოსებისათვის ეს გაყოფის პრობლემაა. კავკასიის ყველა ხალხს თავისი ტკივილი აქვს და ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს აკადემიურმა ელიტამ ამის შესახებ საუბარი დაიწყო ამით კავკასიელების მოსყიდვას იწყებს. ისინი არ სვამენ კითხვას იმის შესახებ თუ რა ძალები დგას ამ საკითხების ინიცირების უკან, რა მიზნები აქვს. მათ ეს არ აინტერესებთ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ამას ყურადღება მიაქციეს ", _ აცხადებს რუსლან კურბანოვი.
მისი თქმით, ასეთივე რამ ხდებოდა დიდი სამამულო ომის დროსაც, როდესაც კავკასიის მრავალი მაცხოვრებელი სიმპატიით განეწყო გერმანელების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანელებმა მეჩეთების გახსნა დაიწყეს, კომუნისტები კი მათ ხურავდნენ.
"მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებისათვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იგივე შეცდომა გაიმეოროს რა შეცდომაც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ დაუშვა. ამიტომაც რელიგიური და ეროვნული ურთიერთობები კავკასიაში ყოველმხრივ ლიბერალიზებული უნდა იყოს. უნდა უპასუხო კავკასიის ხალხების მიწრაფებებსა და საჭიროებებს და უნდა ისაუბრო იმ ტკივილზე, რომელიც თითოეული კავკასიელის სულში ძალიან ღრმად არის შენახული", _ აცხადებს ყურბანოვი.
მისივე თქმით, თუ მოსკოვი ამას არ გააკეთებს მაშინ მოიძებნებიან უფრო კრეატიული და ინიციატივიანი ძალები, რომლებიც ამას ხელს მოკიდებს.
"1980 წელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილი ოლიმპიადა ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იყო. მას ჩაშლის საფრთხე საბჭოთა არმიის ავღანეთში შეჭრის შემდეგ დაემუქრა, მრავალმა ქვეყანამ მას ბოიკოტი გამოუცხადა. მიუხედავად ამისა ოლიმპიადა მაინც ჩატარდა, თუმცა მასში მონაწილეობა ქვეყნების გარკვეულ ნაწილს არ მიუღია. მიმაჩნია, რომ სოჭში ოლიმპიადა ჩატარდება, მაგრამ დღესასწაული გაფუჭდება ყველა იმ პრობლებით რომელზეც დღეს ქართული მხარე საუბრობს.
არც ის არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ქვეყანამ ამ ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადდოს, რაც ზეიმის განწყობას ასევე გააფუჭებს, მაგრამ ის უფრო მაღელვებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამ რეგიონის ძირძველი მაცხოვრებლების - ჩექეზების, აფხაზების, უბიხების, აბაზინების და სხვათა პრობლემისა და მათი ისტორიული ტკივილის მიმართ ყურადღება იქნეს მიქცეული. რუსეთის ხელისუფლებამ ყველა ღონე უმდა იხმაროს იმისათვის, რომ ამ რეგიონის მაცხოვრებელმა რუსეთის ხალხებმა ამ ტრაგედიის ტკივილის გადატანა შეძლონ", _ აცხადებს რუსლან კურბანოვი და აღნიშნავს, რომ თუკი რუსეთმა ამას მიაღწია ოლიმპიადის ბოიკოტირების გადაწყვეტილება სხვა და სხვა უცხო ქვეყნის დელეგაციების მიერ არც თუ ისე საშიში იქნება.