მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა, პოეტმა დავით მაღრაძემ ბანკ "ქართუში" ანაბარი გახსნა.
მაღრაძის განცხადებით, საზოგადოების ვალია დაამტკიცოს რომ "ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არსებობს".
მისი თქმით, "ქართუში" სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ანგარიშების გაუქმების პროცესი არ არის ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების გადაწყვეტილება.
"ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციების აღმასრულებელი პირები იღებენ. ", - განაცხადა მაღრაძემ და დასძინა, - "რომ მიეცეთ ამ ადამიანებს საშუალება, დარწმუნებული ვარ, რომ ბანკ "ქართუში" რიგი დადგება. ყველა ჩემსავით აქ მოვა და საკუთარ თანამშრომლობას ამ ბანკთან გააგრძელებს".
რა ოდენობის თანხა შეიტანა ლარში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერს არ დაუკონკრეტებია.