ხვალიდან, 31 დეკემბრიდან, გამოიდარებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
"31 დეკემბერს გამოიდარებს. 1-ელ იანვარს კი ზოგან მცირე ნალექია მოსალოდნელი", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
დღეს ამინდი გაფუჭდა, რის გამოც ტემპერატურა დაეცე, დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს, მთაში კი მოსალოდნელია თოვა.