ინდოეთში მცხოვრები 120 წლის მამაკაცი ორჯერ უმცროს სატრფოზე დაქორწინდა.
საქორწილო ცერემონიალი სულ რაღაც ერთი კვირის წინ გაიმართა და მას 500 ადამიანი ესწრებოდა. ხაზი აბდულა ნოორო მეორედ დაქორწინდა. როგორც ცნობილია, 2005 წელს მისი პირველი მეუღლე გარდაიცვალა და მან შვილებს სთხოვა გამოენახათ მისთვის ახალი ცოლი, რომელიც მასზე იზრუნებდა.
იმავდროულად, თავად 60 წლის ბიბი ასევე მეორედ ქორწინდება.
ახლა ბიბი გახდა ოჯახის წევრი, რომელი 122 ადამიანს ითვლის. გერი შვილებიდან ბევრი ბიბიზე უფროსია.