აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი იმ ადამიანების ნუსხაში შეიყვანა, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობასთან არიან დაკავშირებულნი. ინფორმაციას ამის შესადებ გაზეთ "Telegraph"-ის ვებ-გვერდი ავრცელებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს და მსოფლიოს 180 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა.
"2011 წლის თებერვალში მოსამართლეებმა იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის მაროკოელი გოგოს კომერციული სექსუალური ესპლუატაციის ბრალდება წაუყენეს", _ ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია, რომ ეს გოგო ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა.
ამას გარდა, იტალიის პრემიერ-მინისტრს ასევე ბრალად ეხება ბავშვების პროსტიტუციის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის პროკურატურა იძიებს საქმეს, რომელიც პრემიერისა და ახალგაზრდა მაროკოელი გოგონას ურთიერთობას ეხება ადგილობრივ მედიაში ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაჩნდა. თავად ბერლუსკონი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.