ნატოს საბჭომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ოპერაცია, სახელწოდებით "გაერთიანებული დამცველი", ლიბიაში დღეს, 31 ოქტომბერს დასრულდება.
შეგახსნებთ, რომ ნატოს სამხედრო ოპერაცია ლიბიაში მიმდინარე წლის 19 მარტს დაიწყო. ნატოს ავიაცია თითქმის ყოველდღიურად ბომბადა ლიბიის გარდაცვლილი ლიდერის, მუამარ კადაფის მომხრეთა პოზიციებს. მოკავშირეების შეიარაღებული ძალების მიერ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააკეთა.