წუხელ, სამტრედიაში, ილორის ქუჩაზე, ცეცხლი სულავების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად კერძო საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
საცხოვრებელი ხის იყო, რის გამოც, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. მეხანძრეების დროულად მისვლის მიუხედავად, მისი ჩაქრობა ვეღარ მოხეხრდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზი უცნობია. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი გაუმართავი ელქტროსადენებიდან გაჩნდა.