ქალებს,რომლებიც ბავშვის ჩასახვის მომენტში ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში იმყოფებიან, დიდი შანსი აქვთ გოგონა შეეძინოთ ვიდრე ბიჭი. ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 338 ქალს შორის ჩაატარა.
კვლევაში პროცესში მეცნიერები ადგენდნენ ექსპერიმენტში მონაწილე ქალების ორი ჰორმონის მაჩვენებელს - კორტიზოლის, რომელიც ქრონიკული სტრესის მაჩვენებელია და ბეტა-ამილაზსა, რომელიც მწვავე სტრესის დროს გამოიყოფა. მისი არსებობა ადრენალინის მაღალ დონეს ადასტრურებს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალები ამ ჰორმონების ჭარბი რაოდენობით ხშირად ხდებიან გოგონების დედები. მთლიანობაში შანსი,რომ მათ გოგონა ეყოლებოდათ, ვიდრე ბიჭი 75%-ით მეტა.