პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია.
როგორც გილაურმა მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა რთველიც და ციტრუსის მოსავლის აღებაც ორგანიზებულად ჩატარდა.
"შესაბამისად, შედეგი მივიღეთ ის, რომ არც ერთ გლეხს ყურძენი ჩასაბარებელი არ დარჩენია", - განმარტა გილაურმა.
რაც შეეხება ციტრუსს, მისი განმარტებით, წელს მისი ექსპორტი პირველად მოხდა რამდენიმე ქვეყანაში (თურქმენეთი, მოლდოვა, ჩეხეთი, უკრაინა), რამაც ციტრუსის გასაღების პრობლემა მოხსნა.
"თან გაიზარდა ციტრუსის გაყიდვა საზღვარგარეთ", - დასძინა გილაურმა.