დღეს, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და ცენტრის თანამშრომლები, შიდა ქართლში ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების პედაგოგებს შეხვდებიან.
შეხვედრა გაიმართება სოფელ ზემო ნიქოზში, ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლეში. შეხვედრას დაესწრება ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი მეუფე ისაია.
მიმინოშვილი მასწავლებლებს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ სიახლეებს გააცნობს და მათ კითხვებს უპასუხებს.